ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“იქედან გამომდინარე რაც ხდება, სავარაუდოდ, ძველ იმედებს დავკარგავთ” – პესკოვი

იქედან გამომდინარე, რაც ხდება, სავარაუდოდ, ძველ იმედებს დავკარგავთ, – Reuters-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟენევის კონვენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხსენებული კონვენციის სულისკვეთების დაბრუნების შესაძლებლობის ნაკლებად სჯერა.

ამავდროულად პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-სთან კომუნიკაცია აუცილებელია, რადგან ის არსად მიდის და უცვლელად რჩება.

“აშშ და ევროპა არსად მიდიან, ჩვენ მათთან კომუნიკაცია ისევ მოგვიწევს”, – აცხადებს პესკოვი.

პესკოვი აღნიშნავს, რომ ორი მსოფლიოს უდიდესი ბირთვული ძალის მქონე ქვეყნის ურთიერთობა “ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე” უნდა დაფუძნდეს. თუმცა, კრემლის სპიკერის აზრით, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....