„ერთი ამბავი უნდა მოვყვე ღარიბაშვილზე, რომელიც არავინ იცის“
„სოლიდარობის ფონდის” თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ერთ ამბავს იხსენებს, რომელსაც სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი ამბავი უნდა მოვყვე იმ ბევრი ამბიდან, რომელიც არავინ არ იცის.
დაახლოებით ნახევარი წლის წინ მომწერა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა რომ თავის
მოკვლის ზღვარზე იყო, ფინანსური პრობლემების გამო, ჰყავდა ავადმყოფი შვილი და სახლსაც უყიდიდნენ მევახშეები.
მოკლედ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც არ ვიცოდი ვის შეეძლო მისი დახმარება ირაკლი ღარიბაშვილის გარდა. ჰოდა, ავდექი და ამ ქალბატონის შესახებ სწორედ მას მივაწოდე ინფორმაცია. რა თქმა უნდა დაინტერესდა.
დეტალებს არ მოვყვები, უბრალოდ იმას ვიტყვი რომ დღეს ეს ქალბატონი თავის სახლში ცხოვრობს და მისი შვილი გამოჯანმრთელდა.”- წერს მჭედლიშვილი ფეისბუქზე.