ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ თემაზე ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა პოზიცია აქვთ არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ომი ირანში სამხეთ კავკასიაზე, საქართველოზე, ასევე რუბიო-კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარზე და იმაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი აშშ-საქართველოს ახალი ურთიერთობების ძიებაში, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, ერთი თვეა, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.
ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.
ირანში აშშ-ისრაელის ერთ თვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?
– ამ მომენტისთვის ერთი რამ ნათელია: დაპირისპირება ირანთან ახალ ფაზაშია გადასული, როდესაც საუბარი უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე მიდის. იქნება ეს ჰორმუზის სრუტის ირანის სანაპირო ზოლზე თუ სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძულებზე შეტევა, „ირანული პრობლემის“ მოგვარება აშშ-სა და ისრაელს მაინც იმ ფორმით არ გამოუვიდათ, როგორითაც თავიდან მოიაზრებდნენ.
ვაშინგტონსა და თელ-ავივში იყო მოლოდინი, რომ საჰაერო დაბომბვებით მმართველობის სისტემის ჩამოშლა მოხდებოდა. ალი ხამენეის ფიზიკური ლიკვიდაცია ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა.
ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა
მიუხედავად ამისა, ირანი მიიჩნევს, რომ ასიმეტრიული ომის წარმოება უფრო მეტი ზიანის მომტანია აშშ-სთვის როგორც ფინანსურა, ასევე რეპუტაციულად. გათვლა ლოგიკურია: ირანიდან ერთ გაშვებულ დაბალფასიან დრონს შეუძლია, მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა დაბლოკოს, ხოლო მის ჩამოსაგდებათ კი საჭიროა მრავალმილიონიანი საჰაერო ოპერაციების ჩატარება.
– აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისაგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებს მივეჩვიეთ, მაგრამ, ახლა როცა ირანი მთლიანად სამხედრო მოქმედებების არენადაა ქცეული, ფაქტია, რომ ირანშივითარება საკმაოდ რთულია.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირს იმაზე საუბარი თუ ვინ მართავს ირანს. როგორც ჩანს, სიმართლეს მოკლებული არაა მტკიცება რომ გადაწყვეტილებებს რეგიონების მმართველები იღებენ.
ამერიკული წყაროებით პაკისტანის შუამავლობით თეირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი ამგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის ფონზე ტრამპი ხან აცხადებს რომ მან უკვე მოიგო ომი, ხან ამბობს რომ ამჟამად იგებს ომს, ხან იმას აცხადებს, რომ მას ირანში ომის მოსაგებად დახმარება სჭირდება რათა სრულად გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა, ხანაც აცხადებს რომ თეირანი მას აიათოლობას სთავაზობენ, მაგრამ უარზეა.
ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს – „ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ, არ გვაქვს სურვილი ირანში დავრჩეთ, ერთი, ან ირი წლის შემდეგ, იქაურობას მალე დავტოვებთ“, მაგრამ, ვხედავთ რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.“ ამაზე მეტყველებს ამერიკელი სპეცრაზმელების ირანის მახლობლად გადასროლის ფაქტები.
უკვე ვიცით, რომ ირანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ გამოაცხადა 1 მილიონი ჯარისკაცის მობილიზაციის შესახებ. ეს თეირანის მხრიდან ფსიქოლოგიური ომის ნაწილია თუ რეალობა, ამას მალე ვნახავთ.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანთან დაკავშირებით ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?
რამდენად დიდია აშშ-ს მხრიდან სპარსეთის ყურეში სახმელეთო ოპერაციის დაწყება?

