ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ლვოვისა და ტერნოპოლის ოლქებში აფეთქებები მოხდა, დაშავებულთა შორის ბავშვია

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი Telegram-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებია ამოქმედებული, მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს ზოლოჩევის თავზე.

კოზიცკის ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევები აგურის ქარხანას დაეცა.

“ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი”, – წერს ის.

აფეთქების შესახებ წერს ტერნოპოლის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ ტრუშიც – “პანიკას არ უნდა ავყვეთ”, – წერს ის Telegram-ზე.

იტვირთბა....