ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერმა შოლცს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინსიტრმა, ედუარდ ჰეგერმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

როგორც გამოცემა Politico წერს, ჰეგერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, შემდეგ კი, ამ ქვეყნების დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული მათი ევროკავშირში ინტეგრირების საკითხი.

“უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება არის აუცილებელი. მსოფლიოს სჭირდება, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს”, – აღნიშნა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივლისს, ბრიუსელის სამიტზე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....