სოციალური ქსელები იმდენად შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ის ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის თითქმის გამქრალია. თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ მწვავედ განიხილებოდა ვირტუალური გაცნობები და ფლირტი, დღეს ამას უკვე არავინ აქცევს ყურადღებას და ფრაზა “ინტერნეტში გავიცანით ერთმანეთი”, სავსებით ჩვეულებრივად ჟღერს და აღარავის უკვირს. ამასთან ერთად ახალი სტერეოტიპები ჩამოყალიბდა და ახალი რეალიები შეიქმნა… ჩვენ ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ჩვენს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროს ვუზიარებთ (სელფები, საჭმელების სურათები, სტატუსები და ა.შ). “ერთი დაწკაპუნებით” მარტივად შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ნებისმიერ ადამიანზე უბრალოდ შევდივართ მის პროფილზე სოციალურ ქსელში და აქ უკვე ყველაფერი ჩანს დაწყებული საყვარელი სიმღერებითა და კერძებით, დამთავრებული საყვარელი ადგილებით. თუ ერიდებით მსგავს აქტივებობეს სოც.ქსელებში ესეც ერთგვარ წარმოდგენას ქმნის თქვენზე, ალბათ დამეთანხმებით. მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და არ ვღეჭო უაზრო ისედაც ცნობილი ფაქტები მინდა შემოგთავაზოთ გოგონების ყველაზე ხშირი “შეცდომები” (მე ასე დავარქმევდი). ანუ რას გვიამბობს თქვენი(გოგონების) ონლაინ პორტრეტი.
სელფი სელფი სელფი სელფი სელფი სელფი
როდესაც გოგონები ყოველდღე ათობით ერთფეროვან სელფი სურათს ტვირთავენ, ეს ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი შეცდომა არის რაც კი შეიძლება დაუშვათ. ამდენი სელფი ალბათ უფრო იმაზე მიუთითებს რომ უსაქმური ხარ და რაღაც არაადეკვატურობის ფონს ქმნის.
ღამის ცხოვრების ზედმეტი სიყვარული
თვეში რამდენიმე ჯერ მეგობრებთან ერთად წახვიდე გაერთო, იცეკვო და ცოტა იფლირტაო, მაგაში ცუდი ნამდვილად არაფერი არის. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ცხოვრების სტილში გადადის, ნუღარ გწყინთ რომ მამაკაცები თქვენთან ურთიერთობას მხოლოდ სექსი სთვის იწყებენ!
სმაილები და #თეგები
დამერწმუნეთ, არც ისე მომხიბვლელია გოგოსთან ურთიერთობა, რომელიც 100 სიმბოლოდან 30 “ემოჯის” გწერს და სტატუსებში და სურათებში რაღაც მსგავს ქაოსებს ქმნის #ლამაზი #დღე #მზე #მთვარე #ყავა #სპილენძი #ანტრესოლი #ვულკანიზაცია
“მამაკაცი ვალდებულია”
მოდით იმაზე შევთანხმდეთ რომ ნორმალურმა მამაკაცმა ისედაც იცის როგორ უნდა გაუფრთხილდეს და ანებივროს საკუთარ მოერე ნახევარს, ასე რომ იმ “აუცილებელი მოთხოვნების” აფიშირება როგორიცაა ოქროს უნიტაზი, ქორწილი მონაკოში, 2016 წლის მერსედესის კუპე და ტექსტი “ჩემმა მამაკაცმა უნდა შესძლოს a, b, c და ყოველ n დღეში უნდა მაჩუქოს x, y, z” თქვენზე უბრალოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომატურად იქმნით იმიჯს, რომ აუცილებლად უნდა წაგიყვანოთ სადღაც ძვირიან რესტორანში სადაც ლამაზ საფირფარეშოში სურათს გადაიღებთ და გამოქვეყნებთ ინსტაგრამზე, რათა ყველა დაქალმა იცოდეს რომ მათზე არანაკლებად “ღირებული გოგო” ხართ. წარმოდგენა იქმნება რომ თქვენთან შეუძლებელია უბრალო ადამიანური ურთიერთობა თუნდაც გასეირნება, როდესაც მამაკაცს დროებითი ფინანსური კრიზისი აქვს.
ყურადღებით გადაღლილი
არ არის აუცილებელი იმის აფიშირება რომ დღეში 50 კაცი გიგზავნით მეგობრობის მოთხოვნას და პირადი მიმოწერა გავსებული გაქვთ ახალი შეტყობინებებით და ვერ ასწრებთ ყველასთან პასუხს. ასეთი მიდგომით შეიძლება სულ მარტოც დარჩეთ მალე.
გადავსებული “კედელი”
ანუ ათობით სურათი, სტატუსი, წუწუნი, ციტატები, საჭმლის სურათები, დაქალების “მონიშვნა” და საჯარო ჭორაობების მოწყობა ყოველდღე თქვენს კედელზე – წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია!
ფანატიზმი
შემაწუხებელია ზედმეტი ფანატიზმი სამსახურის და ჰობის მიმართ, ან თუნდაც სურვილი ყველა ცხოველს უშველოთ დედამიწაზე. მოერიდეთ ზომაზე ბევრ ერთფეროვნებას, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება როდესაც ესეთ პროფილს ათვალიერებ თითქოს რობოტთან გაქვს კავშირი. ანუ ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს #დილა გათენდა საყვარელ სამსხურში ვარ #მე და ჩემი თანამშრომლები #თანამშრომლები სადილზე #მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ #უამრავი საქმეა #ახალი პროექტი დაიგეგმა, მჯერა ყველაფერი გამოვა.დარწმუნებული ვარ ახლა ნებისმიერ მკითხელს ვიღაც გაახსენდა. დიახ, მისასალმებელია საკუთარი საქმისადმი სიყვარული, მაგრამ ზომიერების ფარგლებში!
ფოტო თაიგულით
ფოტო უზარმაზარი ვარდების თაიგულით და საჩუქრებით, ალბათ უფრო გამაღიზიანებელია ვიდრე პირველი პუნქტი. ასეთი სურათები შეიძლება უახლოვეს დაქალებს და ნათესავებს გაუგზავნოთ, მაგრამ საჯაროდ მსგავსი სურათების აფიშირება
კარგს არაფერს მოგიტანთ მომავალში
ზედმეტი კონფიდენციალურობა
დამალული გვარი, ასაკი, სწავლის/სამუშაო ადგილი, ინტერნეტში მოპოვებული კნუტებისა და ცნობადი ადამაინების სურათები პროფილზე, თქვენზე რაღაც რთული პიროვნებისა და სოციოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად, ასეთ გოგონებთან ურთიერობა – საერთოდ არ არის მომხიბვლელი!
ყოვლისმომცველი წუწუნი
ესეთი სტატუსებით როგორიცაა “მარტო ვარ”, “სითბო მჭირდება”, “ჩემი არავის ესმის”, “სიგარეტს ვეწევი და გელოდები”, “კიდევ ერთი დილა უშენოდ”, თქვენ უბრალოდ აფრთხობთ ყველა მამაკაცს… ჩვენ ისედაც გვყოფნის პრობლემები ყველას, არავის აქვს თქვენი ღვინტების ატანის ნერვები )))
გაგრძელება კიდევ შეიძლება და ბევრ რამეს დავამატებდი, მაგრამ რათა ყველა გოგოს არ შევაზიზღო თავი ჯობია აქვე გავჩერდე… მითუმეტეს რა გვეშველება კაცებს თქვენს გარეშე, თქვენ გვილამაზებთ ცხოვრებას ისეთები როგორებიც ხართ, ამიტომაც რაღაცეებზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, ისევე როგორც თქვენ გიწევთ ჩვენთან
წყარო: week.ge