რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ზარდიანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ.
არსებული ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს აახლებენ და ამყარებენ.
ინფორმაციას მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ. უწყების ცნობით, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.