“ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამარცხვინოა, სააკაშვილი-გვარამია ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტში უნდა ახსენო ივანიშვილი.
ამ განცხადებით, ოცნების დეპუტატი, პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
“სამარცხვინოა შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი-გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტში უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება. კი ბატონო ჩამობრძანდეს პრეზიდენტი, მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ უნდა ისაუბროს”, – აცხადებს ოხანაშვილი.