უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კრემლმა შესაძლოა, გარკვეული დროით ომი გაყინოს, რომ დასავლეთი სანქციების გაუქმებაში დაარწმუნოს, შემდეგ კი სამხედრო აგრესია გააგრძელოს.
როგორც დაზვერვაში აღნიშნავენ, რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ეწურება, თუმცა, ამჟამინდელი ტემპით, მას კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება.
“ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთი გაცილებით ნაკლებ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს და Х-22-ის ტიპის რაკეტებს იყენებს. ეს ძველი საბჭოთა რაკეტებია, რომლებიც 1970 წელს არის წარმოებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტები ელევა”, – განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ბრიტანულ გამოცემას The Guardian.
როგორც სკიბიცკი აღნიშნავს, რუსეთს ეკონომიკური რესურსები კიდევ ერთი წლის განმავლობაში მისცემს ომის გაგრძელების შესაძლებლობას.
“კრემლის ხელმძღვანელობა შესაძლოა გარკვეული პერიოდით ომის გაყინვას შეეცადოს, რომ დასავლეთი სანქციების გაუქმებაში დაარწმუნოს, შემდეგ კი აგრესია გააგრძელოს. მათი მიზანი მთელი უკრაინაა და არა მარტო”, – ვადიმ სკიბიცკი.