ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

Independent წერს, რამდენჯერ აღემატება რუსეთი საბრძოლო მასალის მარაგით უკრაინას

რუსეთის ფედერაცია შეიარაღების კუთხით მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინას. ამის შესახებ ბრიტანული ონლაინ-გაზეთი The Independent დასავლეთის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ დანაკარგებს განიცდის.

გამოცემის ცნობით, რუსეთს უკრაინის ძალებზე 40-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა აქვს მარაგში, არტილერიით კი ეს უკანასკნელი რუსეთს 20-ჯერ ჩამორჩება.

“უკრაინული ძალები 15,5 მილის რადიუსით მოქმედებაში არიან შეზღუდული, მტერს კი შეტევების განხორციელება 12-ჯერ უფრო შორ მანძილზე შეუძლია. უკრაინულმა მხარემ თითქმის სრულად ამოწურა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, “ქარიშხალისა” და “სმერჩის” მარაგები, რაც მათ პირველ თვეებში, რუსების შეტევების ეფექტურ მოგერიებაში ეხმარებოდა”, – წერია ინფორმციაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

იტვირთბა....