ადრე გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით, სიმსუქნისა და დაავადებების ძირითად მიზეზად განიხილებოდა ცხიმის ზედმეტი ოდენობით მოხმარება. “ცხიმი გხდით ცხიმიანს” თეორია, პირველად ამერიკელი ექიმის, ანსელ კეის მიერ გავრცელდა 1939 წელს, თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა რომ ცხიმს არანაირი წვლილი არ მიუძღვის სიმსუქნესა თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაში და ამ ყველაფრის მიზეზი არის შაქარი. ამის შემდეგ დაბალკარბონატული (ნაკლები შაქრის შემცველ) კვების რეჟიმს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ბევრმა მათგანმა ცილოვან დიეტასაც მიმართა. შედეგები ნამდვილად წარმატებული იყო და შესაბამისობაში კვლევის დასკვნებთან.
იმისათვის რომ გასაგები იყოს დაბალკარბოჰიდრატული კვების რეჟიმის ეფექტურობა, უმჯობესია მიმოვიხილოთ მოკლედ ორგანიზმში მიმდინარე ის ბიოქიმიური პროცესები, რომელიც შაქრის მოხმარების დროს მიმდინარეობს. ბუნებაში არსებული ყველა ნახშირწყალი ( პური, ცომეული, ბრინჯი, სუფრის შაქარი, ხილი) სამი სახის შაქრამდე დაიყვანება: გლუკოზა, ფრუკტოზა, გალაქტოზა. შაქრის შემცველი პროდუქტის მიღების დროს სისხლში იმატებს გლუკოზის რაოდენობა და პანკრეასის მიერ ხდება ჰორმონი ინსულინის გამოყოფა. ინსულინის დახმარებით გლუკოზის გარკვეული ოდენობა გარდაიქმნება ენერგიათ, (ატფ ად) ხოლო დანარჩენი გლუკოზა ასევე ინსულინის დახმარებით გარდაიქმნება ცხიმად და ლაგდება ცხიმოვან ქსოვილში. რაც მეტი ოდენობით ვიღებთ შაქრის შემცველ პროდუქტს, მით სწრაფად იზრდება სიხლში გლუკოზის რაოდენობა და შესაბამისად მით დიდია ინსულინის გადმოსროლა, ეს უკანასკნელი კი რაც მაღალია მით მეტად ხდება ცხიმის ჩალაგების პროცესი.
გამომდინარე აქედან, მეცნიერები, იმის გამო რომ თავიდან იქნეს აცილებული გასუქება, რეკომადაციას იძლევიან მივიღოთ დაბალი გლიკოგენის ინდექსის მქონე პროდუქტები (რომელთა გადამუშავებას დრო ჭირდება და შესაბამისად უეცარ ინსულინის პიკს არ იძლევიან) ასევე ამ ბიოქიმიურ მექანიზმს ემყარება “ხშირი და ცოტა ულუფით” კვების რეკომენდაციები რათა სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონე იყოს თანაბარი დღის ყველა მონაკვეთში და არა დაცემა პიკის მონაცვლეობა… ამავე მიზეზით დიეტოლოგები გახდომის მსურველებს ურჩევენ ვაშლის ჭამას, ნაცვლად იმავე ოდენობის ვაშლისაგან მიღებული წვენის დალევას. მთლიანი ვაშლი ბოჭკოსაც შეიცავს და წვენთან შედარებით, ნაკლებ დროში იძლევა სიხლში გლუკოზისა და ინსულინის მატებას განსხვავებით წვენისაგან, რომელიც უეცარ პიკს გვაძლევს. სწორედ ამ მექანიზმიდან და მათში ბოჭკოს შემცველობიდან გამომდინარეობს ასევე რეკომენდაციები მუქი ბრინჯისა თუ არარაფინირებული ყავისფერი შაქრის მოხმარებაზე, ნაცვლად მათი თეთრი ანალოგებისა.
როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა, გარდა იმისა რომ შაქრის შემცველი პროდუქტები ორგანიზმის გაცხიმოვნების პირველი მიზეზია, ისინი ასევე იწვევენ მადის მომატებას და სიმაძღრის შეგრძნების ჰორმონის, ლეპტინის რეზისტენტობას. ლეპტინს ძლიერი მადისდამთრგუნავი მოქმედება აქვს და სამწუხაროდ ადამიანებს, რომლებიც დიდი ოდენობით შაქარსა და შაქრის შემცველ პროდუქცის მოიხმარენ, უვითარდებათ ლეპტინ რეზისტენტობა და შესაბამისად გამუდმებულად ეზრდებათ მადა. ლეპტინ რეზისტენტობა შექცევადი პროცესი აღმოჩნდა და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები გადადიან დაბალკარბონატულ კვების რეჟიმზე არაუგვიანეს 6 თვისა მადა ქვეითდება და სტაბილურდება, გამომდინარე იქიდან რომ ხდება ლეპტინზე ტვინის მგრძნობელობის აღდგენა.
სწორედ ზემოთაღწერილი მექანიზმების ცოდნამ დაუდო საფუძველი ცილოვან დიეტებს. თუმცა მხოლოდ ცილოვანი პროდუქტების ჭამა და შესაბამისად ცილოვანი დიეტები ძალიან საზიანოა ორგანიზმისათვის გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზმი გლუკოზას იღებს ცილის დაშლით, ხოლო ამ დროს წარმოქმნილი მჟავა პროდუქტები აზიანებს როგორც თირკმელებს, ასევე სხვა ორგანოებსაც. ამიტომ, ყველაზე იდეალურია არა შაქრის შემცველი პროდუქტების აკრძალვა, არამედ მათი მთლიანი რაციონის 20-30 პროცენტზე დაყვანა.
აქვე, მნიშვნელოვანია ერთი გარემოების დაზუსტება: როდესაც ადამიანებს ესმით რეკომენდაციები მცირე ოდენობით შაქრის მოხმარებასთან დაკავშირებით, ისინი ამას სუფრის შაქართან აიგივებენ და ზოგიერთს ისიც კი ჰგონია რომ, რადგან სუფრის შაქარს არ ეტანება, ამიტომ შაქარი საერთოდ ამოღებული აქვს მენიუდან. სინამდვილეში შაქარში იგულისხმება ყველა ის ნახშირწყლოვანი პროდუქტი, რომლისგანაც გლუკოზა წარმოიქმნება. ასეთი პროდუქტებია ბურღულეული, ხილი, თაფლი, ცომეული, შოკოლადი, კარტოფილი, ალკოჰოლი. ამიტომ, უმჯობესია წონაში დაკლების მსურველებმა თუ ჯანმრთელობის მიმდევრებმა, რაციონის 70/80 პროცენტი ცილოვანი პროდუქტებითა (ხორცეული) და დაბალი შაქრის შემცველი ბოსტნეულით შეავსონ. სუფრის შაქარი, ცომეული, გაზირებული სასმელები, მაკარონის პროდუქტები და ჩიფსები კი, სულ ამოიღონ მოხმარებიდან.
მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკა:
- შაქარი დასავლეთში პირველად მე 16 საუკუნეში გაავრცელეს ყავის და ჩაის მწარმოებლებმა, რათა გაეზარდათ მწარე ყავისა და ჩაის გაყიდვები
- ფრუქტოზა ბუნებაში გვხვდება ძირითადად გლუკოზასთან კომბინაციაში და მისი ძირითადი წყაროა ხილი და თაფლი. ფრუქტოზის მოხმარება არ იწვევს ინსულინის გამოყოფას სისხლში და შესაბამისად მისი ცხიმად ჩალაგება არ ხდება. თუმცა ბოლო დროინდელი კვლევებით კიბოზე მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს რომ მკერდის სიმსივნის დროს მკერდის უჯრედებში დიდი ოდენობით არის ფრუქტოზას გადამტანი გლუკ 5 ,რომელიც ნორმაში მხოლოდ წვრილ ნაწლავებში გამოიყოფა. რა კავშირია გლუკ 5 და სიმსივნეს შორის ეს ჯერ დადგენილი არ არის.
- ასწლეულების წინ ადამიანები მოიხმარდნენ წელიწადში კილოგრამზე ნაკლებ ფრუქტოზას. ამჟამად ერთი ამერიკელი წელიწადში მოიხმარს 33 კგ ფრუქტოზას ,ხოლო ავსტრალიელი 22 კგ ფრუქტოზას ტკბილი სასმელებისა( 4კგ) და სუფრის შაქრის(18 კგ) საშუალებით.
- 33 კილოგრამი შაქრის მოხმარება წლიურად ნიშნავს 15 კილოგრამი ცხიმის დაგროვებას ყოველწლიურად.
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 6 მილიარდი მოსახლეობიდან 1 მილიარდი სიმსუქნით არის დაავადებული.
- სიმსუქნე გახდა მსოფლიოს სწრაფად პროგრესირებადი დაავადება. საფრანგეთშიც კი, ქვეყანაში სადაც ეს პრობლემა ნაკლებად იდგა ყოველთვის, 60 მილიონი მოსახლეობიდან 6 მილიონი სიმსუქნითაა ავად უკვე. ანალოგიურად ყველა ქვეყანაში შეინიშნება ამ დაავადების კატასტროფული ზრდის ტენდენცია და ეს ყველაფერი შაქრის შემცველი პროდუქტების მოხმარების ზრდის გამო.
- სიმსუქნის გამო ძალიან გაიზარდა გულ-სისხძარღვთა დაავადებები. ამერიკაში ყოველწლიურად გულის დაავადებებით გარდაცვლილთა ოდენობა ნახევარი მილიონია.
- მადის დამაქვეითებელი პრეპარატი ლეპტინი იყიდება აბების სახით და მისი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, თუმცა ის ეფექტურია მხოლოდ დაბალკარბონული პროდუქტებით კვებისას.
- სიმსუქნე გულის დაავადებების გარდა, სხვა უამრავ დააავადებას იწვევს. მათ შორისაა დიაბეტი. მაშინ როდესაც მეორე ტიპის დიაბეტი ხანშიშესულებს ემართებოდათ, ახლა უკვე 20 წლის ასაკიდან ავადდებიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მეორე ტიპის დიაბეტის ზრდას უკვე ეპიდემიის სტატუსი მიანიჭა.
- არ შეიძლება ბევრი ფრუქტოზის მიღება, რადგან გარდა გულის დაავადებებისა ის იწვევს ინსულინ რეზისტენტობას, ასევე ფრუქტოზ ინდუცირებულ ღვიძლის ციროზზს. ბევრი მკვლევარი და ნუტრიციაზე მომუშავე სპეციალისტი თვლის, რომ დიდი კავშირია კიბოსა და შაქრის მოხმარებას შორის.
- დაივიწყეთ ტკბილი წვენები, თუნდაც “ნატურალური” ერთი დიდ ჭიქა წვენს 12 გრამი ცხიმის წარმოქმნა შეუძლია.
- ხელოვნური დამატკბობლები- ისინი 200 ჯერ ტკბილია ვიდრე შაქარი.. მეცნიერები და ნუტრიციოლოგები აქვეყნებენ კვლევებს და აცხადებენ რომ ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ ტვინის სიმსივნეებს, ლიმფომას და ა.შ თუმცა, ამის პარალელურად ისეთი კვლევებიც ქვეყნდება რომელიც ამას არ ადასტურებს.
- ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ბიუჯეტის 60 პროცენტი იხარჯება იმ დაავადებებზე რომლებიც შაქრის მოხმარებით არის გამოწვეული.
- მეცნიერულად დადასტურდა, რომ ნახშირწყლოვანი, ანუ შაქრის შემცველი პროდუქტები კოკაინზე 10 ჯერ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და უამრავი ადამიანისათვის შაქრის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა გადაულახავ პრობლემად რჩება.
ალბათ ამ სტატიის შემდეგ სადავო აღარ არის, რომ შაქარი ჩვეულებრივი მკვლელია. თუ ამ სტატიას არ ენდობით ჰკითხეთ ნებისმიერ თამბაქოს ბიზნესში მოღვაწე მაგნატს, ისინი გიპასუხებენ, რომ თამბაქოს შაქარზე დიდი ზიანი არ მოაქვს და სიამოვნებით გაგიზიარებენ სტატისტიკასა და დასაბუთებული კვლევის შედეგებს. შაქრის ბიზნესი არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკისა და თამბაქოს ბიზნესს. იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
მარიამ კუკუნაშვილი