ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით პოზიციებს ტოვებენ

რუსეთს უკრაინის სამხრეთ მიმართულებით, ზაპოროჟიეს ოლქში ჯარები დაკავებული პოზიციებიდან გაჰყვავს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს. ანალიტიკოსები ამ გადაწყვეტილების ორ შესაძლო მიზეზს ასახელებენ:

  • დაზიანებული ნაწილების გადაყვანა უკანა რაიონებში
  • თავდაცვის გაძლიერება ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, რუსულ ძალებს არ გამოუვიდათ წინა პოზიციებზე დაბრუნება მდინარე ინგულეცის დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

 

იტვირთბა....