მომღერალი ნუცა ბუზალაძე თურქულ “ვოისს“ გამოეთიშა. ამის შესახებ ნუცამ თავად დაწერა ფეისბუქზე:
„კი მართალია, გამოვეთიშე პროექტს!! მაგრამ ეს მე ისედაც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დამიყენებდნენ თურქ ულვაშიან ტიპს და ამღერებდნენ თურქულად.
თურქებს კი, რა თქმა უნდა, თავისიანი მოეწონებოდათ.
ასეც მოხდა!! თუმცა არავინ არ მინდა, რომ ინერვიულოთ! მე არ დავმარცხებულვარ! გამარჯვება ჩემი ისაა, რომ ამხელა ქვეყანაში სადაც, არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ და უკვე საკმაოდ ბევრი ფანი გამიჩნდა.
მაგრამ ფინალში გადასვლას წყვეტს ხალხი, რომელიც დარბაზში ზის და პულტები უჭირავს ხელში! ესაა ერთადერთი უსამართლობა!
მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. პლიუს ამას ბევრი შემოთავაზებები! დაელოდეტ სიახლეებს, კარგ სიახლეებს“, წერს ნუცა ფეისბუქზე.
ნუცა ჟიურის ერთ- ერთ ფავორიტად სახელდებოდა და წერდნენ, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.
სამწუხაროდ დარბაზში მსხდომმა მაყურებელმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ნუცა პროექტის მიღმა დარჩა.