ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა

ავტობუსი, რომელიც ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა თხრილში გადავარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ადგილობრივი რეპორტიორები  ავრცელებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა.

„ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

გადაყირავებული ავტობუსი შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოაბრუნეს.

იტვირთბა....