აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ტრამპი თავს იკავებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის დეტალების გამჟღავნებისგან, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის აქტიური კონტაქტი მიმდინაროებს.
“უბრალოდ ვიტყვი, რომ გვქონდა საუბარი და კიდევ ველოდები ბევრ საუბარს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. არ მინდა, გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მე მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერება.” – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.