ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დმიტრო კულება – ვერ ვენდობით პუტინს, მისი სიტყვები ცარიელია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმტრო კულებას განცხადებით რუსეთის პრეზიდენტის ნდობა არ შეიძლება, რადგან უკრაინაში შეჭრამდე მან გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი იმაშიც დაარწმუნა, რომ ქვეყანაზე თავდასხმას არ აპირებდა.

„პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

იტვირთბა....