ახალი ამბები მთავარი

მიკროავტობუსებში მხოლოდ გოგა ხაინდრავას რადიო იმუშავებს

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმებულია, რომლის მიხედვით სამარშუტო ტაქსების მგზავრების ინფორმირებასა და გართობაზე მგზავრობის პერიოდში მხოლოდ ერთი რადიოსადგური იზრუნებს. ახლადშექმნილი რადიო, რომელიც  რეჟისორ გოგა ხაინდრავას ეკუთვნის, ჯერ არ მაუწყებლობს. მან რამდენიმე დღის წინ მიიღო ლიცენზია. სალიცენზიო დოკუმენტაციის თანახმად, ახალი რადიო სადგური კონკრეტულად სამგზავრო ფორმატზე იქნება გათვლილი. გასართობი პროგრამების გარდა გავა სოციალური და პოლიტიკური გადაცემებიც. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ მძღოლებს, თუმცა ამბობენ, რომ თვეების წინ იდეის შესახებ თავად რადიოს დამფუძნებლისგან შეიტყვეს.

 

 

იტვირთბა....