[su_quote]ყოველთვის, როცა შევდივარ, წოლითი რეჟიმი აქვს ძირითადად, სისტემა უდგას და გადასხმებს უკეთებენ. რა თქმა უნდა, არის სუსტად, როგორც ყოველთვის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? ჩემი აზრით, ეს მაინც არ არის მკურნალობა. ეს არის უბრალოდ, რომ გააძლებინონ, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. უცხოური კლინიკებისთვისაც რთულია, როგორც ჩანს და რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივა მედთან” განაცხადა.