ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვეღარ აიტანს ადამიანის ჯანმრთელობა ამდენ გაჭიანურებას, სულ მაქვს შიში, რომ არ დაეცეს – ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ, რადგან მისი ჯანმრთელობა გაჭიანურებას ვეღარ აიტანს.

“სუსტად არის აშკარად. კი მოძრაობს, თითქოს, მაგის მოძრაობა რა არის? საწოლიდან სავარძლამდე და უკან. მე სულ მაქვს შიში, რომ არ დაეცეს. იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და ეს შიში მუდმივად მაქვს, რომ არ დაეცეს. აუცილებელია გაყვანა და ამ გარემოს შეცვლა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, ჩქარა უნდა მოხდეს ყველაფერი, არ შეიძლება, კიდე გაჭიანურება ამ პროცესის შეუძლებელია, ვეღარ აიტანს ადამიანის ჯანმრთელობა ამდენ გაჭიანურებას მე-9 თვეა უკვე. უკვე იმდენმა გასინჯა და იმდენმა ექიმმა გაგვაცნო თავისი დიაგნოზი და როგორც წესი ყოველთვის ერთი და იგივე მეორდებოდა”,-  განაცხადა გიული ალასანიამ.

იტვირთბა....