ამერიკული გაზეთის The New York Times ცნობით, ბოლო პერიოდში უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებზე ათასობით მკვდარი დელფინის გამორიყვა ხდება. მეცნიერები ამას უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს უკავშირებენ.
უფრო კონკრეტულად, დელფინების სიკვდილს შესაძლოა ბომბების ჩამოგდება იწვევდეს იმ ადგილებში, სადაც დელფინები საკვების მოპოვების მიზნით დაცურავენ, ანაც, ჩაძირულ გემებში არსებული საბრძოლო მასალა, ქიმიკატები თუ ნავთობი.
“ზოგიერთ დელფინს ბომბების ან ნაღმების აფეთქებით გამოწვეული დამწვრობები აღენიშნებათ. მათ აღარ შეეძლოთ წყალში ორიენტირება და საჭმლის მოძებნა”, – აცხადებენ სპეციალისტები.
გარემოსდამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ დელფინებზე უარყოფითად შეიძლება გემების ხმაურმაც კი იმოქმედოს, რადგან ისინი სივრცეში ორიენტირებისთვის ხმოვან სიგნალებს იყენებენ.