ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე – სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს

სამართალწარმოებაში არასწორი და სწორი დრო არ არსებობს. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა ან არ დაუკმაყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„ის იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რაღაცა გზებით ვცადოთ სასამართლოსთან ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ მოსამართლეს შევეხმიანოთ და ვუთხრათ – ახლა არასწორი დროა და გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანოს. ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია და სულ არასწორი დრო იქნება.

არ შეიძლება პოლიტიკური კონტექსტით თუნდაც ჩემთვის არადამაზიანებელი გადაწყვეტილებებისთვის ვიზრუნო სასამართლოში ან პროკურატურაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....