[su_quote]ამ თავისუფლების მოყვარე გმირ ხალხთან ერთად უნდა ვმოძრაობდეთ. თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ უკრაინელებს არავისთან არაფერი სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს, რომ მათთან იყოს ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატებიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა. ახლა თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? თუ ეს არ გამოვა და ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ “ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს[/su_quote]
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.