ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში მოკლულ საქართველოს მოქალაქეებს მარნეულში გადმოასვენებენ

სტამბოლის მახლობლად მოკლულ საქართველოს მოქალაქეებს, დებს,  ემა და ელნაზ შარიპოვებს, ასევე ერთ-ერთი ქალბატონის შვილიშვილს, 19 წლის საჰიპ შარიპოვს მარნეულში გადმოასვენებენ. მათი ოჯახის წევრების თქმით, შარიპოვები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულნი. 19 წლის საჰიპ შარიპოვი ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საცხოვრებელ სახლში ორი დისა და მათი შვილიშვილის ცხედრები იპოვეს. ამ ეტაპზე თურქი სამართალდამცავებისგან დადასტურებულია, რომ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი საქართველოს მოქალაქეა , მეორე გარდაცვლილი არის თურქეთის მოქალაქე და მესამე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მოქალაქეობა დგინდება. სამივეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

იტვირთბა....