ახალი ამბები მთავარი

დღეს თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება

ექვსწლიანი შეფერხების შემდეგ დღეს თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება.  საზეიმო ღონისძიების პარალელურად ხელოვნების ამ დარგის მოყვარულებმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმეს, რომლითაც, ერთი მხრივ, თეატრის, როგორც თავისუფელბის სიმბოლოს, აღდგენას აღნიშნავენ, მეორეს მხრივ კი, იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ გახსნის დღეს ოპერის დარბაზში მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევით არის შესაძლებელი.

ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუმრები უკვე იკრიბებიან. თეატრი დღეს სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება. სპექტაკლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი და ასევე მთავრობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

იტვირთბა....