ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად გადასცა ლუკა იერუსალიმელის ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო.

პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, მონასტერში სტუმრობისას, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის მონუმენტი.

იტვირთბა....