პროკურატურის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას მანქანის განმეორებითი დათვალიერებისას ამოღებული იარაღი ბიძინა კუჭავას ეკუთვნის. იარაღი, რომლიდანაც საქართველოს ხმის დამფუძნებელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ამოღებულია პოპოვების მანქანიდან. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებულია კიდევ 2 ცეცხლსასროლი იარაღი. მათი მდებარეობა კი როგორც ოჯახისთვის, ასევე პროკურატურისთვის უცნობია.
პროკურატურა არ ადასტურებს კუჭავების ოჯახის ინფორმაციას, რომ ცაგარელის ქუჩაზე მანქანა ღია მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
უწყების განმარტებით, ექსპერტებმა დაკეტილი ავტომობილი სპეციალური საშუალებებით გააღეს, მნიშვნელოვანი ნივთების ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, რის შემდეგაც მანქანა დალუქეს და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმის დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობა და პროკურორ ოთარ ქირიას მკვლელობა, რომელიც ერთმანეთს სავარაუდოდ უკავშირდება, ძიებაშია.