ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში სასტიკად მოკლულების ვინაობა ცნობილია

თურქეთში სასტიკად მოკლულების ვინაობა უკვე ცნობილია. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაღუპულები არიან: 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და – 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი, 19 წლის საჰიპ შარიპოვი. მათი ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოკლულები საქართველოს მოქალაქეები არიან. თუმცა, დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ქალია, მეორეს  თურქეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ახალგაზრდა მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი  დგინდება. ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა. 

 

იტვირთბა....