ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკის კინოთეატრი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის კინოთეატრ “Дружба”-ზე ავიაიერიში მიიტანეს. დაბომბვების დროს, სწორედ ამ შენობის სარდაფს აფარებდა თავს მშვიდოებიანი მოსახლეობა, რომელთა ევაკუაციაც შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა.

როგორც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი აღნიშნავს, რუსი სამხედროები სპეციალურად არჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც სამოქალაქო პირები ეგულებათ.

“მანამდე აქ თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა. საბედნიეროდ, ყველა მათგანი უკვე ევაკუირებული იყო. რაშისტები შეგნებულად ესვრიან ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი დახოცონ”, – აცხადებს გაიდაი.

როგორც გამოცემა Apostrophe წერს, ჩამოგდებულმა ბომბებმა ტერიტორიაზე 5,5 მეტრის სიღრმის ორმო წარმოქმნა, შენობა კი თითქმის მთლიანად დაინგრა.

იტვირთბა....