საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც ალასანიამ “მთავარ არხს” განუცხადა, სააკაშვილი ძლიერი ტკივილებით, ძირითადად წევს.
“დღეს რაც დავინახე, არის ძალიან სუსტად და აქვს ძლიერი ტკივილები. სულ მოხრილია და ძირითადად წევს. მნახველი თუ მივა, წამოდგება და დაჯდება სავარძელში”, – ამბობს გიული ალასანია და აღნიშნავს, რომ დიდი იმედით ელოდება დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს, რომელიც სააკაშვილთან ხვალ, 29 მაისს უნდა შევიდეს.