ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე დემეტრაშვილი, მარიამ ბაშარული და გიორგი ჩუბინიძე დააკავა. ბრალდებულები თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდნენ მათ მიერ კუსტარული წესით დამზადებულ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბ 20-ლარიან კუპიურებს.
“გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ალექსანდრე დემეტრაშვილის, მარიამ ბაშარულისა და გიორგი ჩუბინიძის მიერ, ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურის გასაღების ფაქტი. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა. ბრალდებულებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით,” – ნათქვამია განცხადებაში.