aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, მოსკოვის გამზირზე გაზის ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა. ოთხი მათგანი მცირეწლოვანია. ოჯახის 2 წევრი მსუბუქად არის მოწამლული. სამი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი ბავშვი კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....