“მთავარი არხის” ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე პირდაპირ ეთერში დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას ულოცავს.
“მინდა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, გილოცავ მიშა! თანამედროვე ისტორიის გმირებიდან მხოლოდ შენ იმსახურებ ამ დღის მილოცვას, შენ ხარ ის ვინც არ შემდგარი კვაზი სახელმწიფოსგან, განადგურებული ქვეყნისგან, ნამდვილ სახელმწიფოს ჩაუყარე საფუძველი და გვაგრძნობინე რას ნიშნავს იყო ამაყი მოქალაქე. შენ შეუძლებელი შეძელი, რადგან არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ სხვა ქვეყნის ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი ლიდერი რომელმაც ამხელა ნაბიჯები გადადგა დასავლეთთან დასახლოებლად, ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ და ცნობები ამის შესახებ მანადგურებს. შენში ვხედავ უბრალო ადამიანს, რომელიც ტკივილისგან იტანჯება.ისტორია მხოლოდ დიდ ამბებს ინახავს და ერთადერთი დიდი ამბავი სწორედ ეს არის. დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ნიკა გვარამიას, რომელსაც ყოველთვის შეეძლო სასწაულის მოხდენა და ვიცი, რომ ეს არ დაიკარგება არც ციხეში სადაც ის არის მხნედ და ამაყად. ” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.