ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მედია: NATO-ში არსებობს შეთანხმება, უკრაინას გარკვეული სახის შეიარაღება არ მიაწოდონ

NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს არაოფიციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინას გარკვეული სახის შეიარაღებას არ მიაწვსდიან. ამის შესახბე UNIAN გერმანულ სააგენტოზე dpa დაყრდნობით წერს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის დაწყების რისკს.

“შიშობენ, რომ რუსეთმა უკრაინისთვის დასავლური ტანკებისა და სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება შესაძლოა, ომში ოფიციალურ ჩართვად შეაფასოს და საპასუხოდ, სამხედრო ზომებს ზომებს მიმართოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ამ არაფორმალური შეთანხმების შესახებ ინფორმაცია აქვთ ბერლინში.

“თავდაცვის კომიტეტს ამის შესახებ მაისის შუა რიცხვებში აცნობეს”, – მოჰყავს მედიას გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ვოლფგანგ გელმიხის სიტყვები.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....