რუსი ოკუპანტების მხრიდან გრძელდება დონეცკის მიმართულებით, დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, მტერი სევეროდონეცკისა და ავდიივკას მახლობლად ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.
“დონეცკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვებისა და სევეროდონეცკისა და ავდეევკის სიახლოვეს, ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე”, – წერს უკრაინის გენშტაბი.