საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა გუშინ გონება დაკარგა.
“მან გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონება, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც დიდად მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი და წარმოდგენაც არ გვინდა, თუ რა შედეგი შეიძლება დამგარიყო, თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში”, – თქვა საძაგლიშვილმა.