ივნისის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდება, – აღნიშნულის შესახებ ეკონომისტმა, ოთო აბესაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რასაც მოვიხმართ, იმის 73% არის შემოტანილი. ჩვენი იმპორტიორები ამ თანხას ქვეყნიდან გაიტანენ და ეს თავისთავად ლარს გააუფასურებს.
“ლარი გაუფასურდება, რადგან ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლოს ეს 2019 წლის ივნისში მოხდა. მას შემდეგ სახეზეა აგრესიული ინფლაცია. დღეს, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია იყო და გვქონდა შანსი ტურისტების შემოსვლის ფონზე კიდევ უფრო გამყარებულიყო, ეროვნულ ბანკს დოლარი უნდა გაეყიდა. გვქონდა პერსპექტივა, რომ ლარი 2.90 ნიშნულზეც დარჩენილიყო. თუმცა ჩათვალეს, რომ ლარი არაბუნებრივად მყარდებოდა და გადაწყვიტეს, რომ 2.80 არის ნიშა, მასზე მეტად აღარ უნდა გამყარდეს.
როგორც გითხარით ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა დოლარი, ამასთან იწყენა მესამე კვარტალი და საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე, რასაც მოვიხმართ, იმის 73% არის შემოტანილი. ჩვენი იმპორტიორები ამ თანხას ქვეყნიდან გაიტანენ და ეს თავისთავად ლარს გააუფასურებს. საბოლოო ჯამში ივნისის დასაწყისიდან გაუფასურებულ ლარს მივიღებთ. ფასებზე ეს იმ შემთხვევაში აისახება, თუ ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულზე გაჩერდება. რომელ ფასებზეა საუბარი, როდესაც ინფლაცია 15% გვაქვს”, – აცხადებს აბესაძე.