ახალი ამბები მთავარი სამართალი

თინა ხიდაშელმა გენშტაბის უფროსის მოადგილე გადააყენა

 

თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომან ჯოხაძე დროებით თანამდებობიდან გადააყენა.

როგორც “მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯოხაძე საერთაშორისო მისიების კოორდინატორი იყო, ხოლო მისი მოხსნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ანგარიშს უკავშირდება, სადაც ნათქვამია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცირეწლოვან გოგონებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში, სხვა ქვეყნებთან ერთად ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს ცნობით, ჯოხაძეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.

იტვირთბა....