ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”: გვარამიას განაჩენი, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და განაჩენის გადახედვას ითხოვს. როგორ პრესის უფლებადამცველი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეშფოთებას იწვევს დამოუკიდებელი ოპოზიციური მედიის წინაშე არსებული მზარდი საფრთხეები საქართველოში.

როგორც RSF-ში აცხადებენ, იკვეთება ნიშნები, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გავრამიასთვის შეფარდებული სასჯელის სიმძიმა კი იმაზე მიუთითებს, განაჩენი ოპოციზიური მედიის დასუსტებას ისახავს მიზნად.

“ვითხოვთ ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის, ნიკა გვარამიას უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გადახედვას “თანამდებობის ბოროტად გამოყენების“ საქმეზე, რომელიც იმ ტელევიზიაში [რუსთავი2] საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ის ადრე ხელმძღვანელობდა და რისთვისაც, 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთებულია. ამგვარი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე იმაზე მიუთითებს, რომ ის ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მოვუწოდებთ სასამართლოებს, ნიკა გვარამიას ბრალი დამოუკიდებლად განიხილონ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომ საქართველოში ყველა მედიისთვის უსაფრთხო იქნას უზრუნველყოფილი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

იტვირთბა....