aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინს მძიმე დაავადებები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი კიბოა” – უკრაინის დაზვერვის უფროსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მძიმე დაავადებები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი კიბოა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად დაავადებებისა პუტინს რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ მოკვდება.

“ჩვენ სრულად ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინს აქვს მძიმე დაავადებები, რომელთაგან ერთ-ერთი კიბოა. მიუხედავად ამისა, მას რამდენიმე წლის სიცოცხლე კიდევ აქვს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ მოკვდება”, – აცხადებს ბუდანოვი.

როგორც დაზვერვის უფროსი აღნიშნავს, საკამათოა რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს დიქტატორი, რომელიც თვლიდა, რომ სამ დღეში აიღებდა კიევს და უკვე მესამე თვეა ამას უშედეგოდ ცდილობს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:  Meduza: კრემლში უკვე განიხილავენ, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე

იტვირთბა....