aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Meduza: კრემლში უკვე განიხილავენ, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, გამოიწვია წინააღმდეგობა რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც მშვიდობა სურს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედია Meduza ავრცელებს.

მედიის ცნობით, კრემლში იმედოვნებენ, რომ პუტინი გადადგება და მათ უკვე მისი მემკვიდრის ძებნაც დაიწყეს.

“ომის დაწყებიდან კრემლში განწყობები რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა – აპრილში “პატრიოტული აღზევებიდან”, სამი თვის შემდეგ პესიმისტურ დასასრულამდე. კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ახლა ბევრად მეტი ადამიანი პირადად უკმაყოფილოა ვლადიმირ პუტინით. მეტიც, ამ პოზიციას იზიარებენ ისინი, ვინც ომის გაგრძელების მომხრეა”, – წერს მედია.

მედუზასთან საუბარში რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ კრემლის კულისებში რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრეები განიხილება.

მათ შორის არიან მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც ცოტა ხნის წინ დონბასში კრემლის კურატორი გახდა.

მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის საქმე არ ეხება პუტინის დამხობას, არამედ მისი შემცვლელის მოძებნას. კრემლში იმედი აქვთ, რომ პუტინი მალე მმართველობის სათავეში აღარ იქნება.

ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ პუტინს პრეზიდენტის პოსტის დატოვება მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების შემთხვევაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ პუტინის მოკვლა სცადეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....