aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმედია საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეებს და დაღუპვისგან იცავს მათ – მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, ეკონომიკას, ათასობით და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები, ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა, იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი, ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვიყავით უკრაინაზე, მოლდოვაზე. იმდენად ინტეგრირებულია დღეს საქართველო თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად. არ არის ეს მარტივი, რომ საქართველო ამ სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, ეკონომიკას, ათასობით და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია საქართველო ვიღაცამ დასაჯოს. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

იტვირთბა....