ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: რომ მადარებთ, მე საქართველოს პრემიერი ვარ, გვარამია იყო კომპანიის დირექტორი

[su_quote]მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია? მე რომ მადარებთ და ჩემი ოჯახის წევრებს, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ჯერ ერთი, ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, ჩემი მანქანით გადავადგილდები. სხვა თემებზე მე აღარ მსურს საუბარი[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს უპასუხა, რომელმაც მას ჰკითხა – თუ პრემიერის ოჯახის წევრები გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მანქანით, რატომ არის ეს დანაშაული ნიკა გვარამიასთვის, რომელსაც “რუსთავი2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი კომპანია “პორშე ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას შეეხებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში 76 700 ევროს ღირებულების ავტომობილი მიიღო, რითაც, ბრალდების მიხედვით, “რუსთავი 2“-ს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

 

იტვირთბა....