საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტი კლინიკაში საიმედო ხელშია.
მისი თქმით, მას იუსტიციის მინისტრის განცხადებამ იმედები გაუჩინა.
“ყველაფერი უკეთდება, კლინიკით ვარ ძალიან კმაყოფილი, ექიმებთან ურთიერთობის შესაძლებლობა რაც მაქვს ვხედავ, რომ საიმედო ხელშია. იუსტიციის მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ,იმედი გამიჩინა რომ შეიძლება გადაიყვანონ, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა დიაგნოზს დაუსვამენ ექიმები” – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტიზა და როცა დანიშნავს, ბუნებრივია, ეს ექსპერტიზა ჩატარდება.