სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ ახალი ფუნქცია ემატება. მისი დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი რეაქციების გამოხატვის უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, მოწონების ღილაკის გვერდით გაჩნდება სხვა ღილაკებიც.
ამის შესახებ BBC წერს.
ცუკერბერგის თქმით, ეს ახალი რეაქციების დამაფიქსირებელი ფუნქცია ესპანეთში ირლანდიასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში დაიტესტა. როგორც ის ამბობს, ახალი ფუნქცია სულ ცოტა ხანში ყველასათვის გახდება ხელმწისაწვდომი.
„როდესაც მხოლოდ მოწონების ფუნქცია არსებობს, ადამიანებს არ აქვთ საშუალება გამოხატონ სხვა ემოციები, როგორიცაა გაბრაზება, მოწყენილობა და ა.შ“- ამბობს ცუკერბერგი.
ამიტომაც, ახლა ფეისბუქის მომხმარებლებს შეეძლებათ ყველანაირი რეაქცია დააფიქსირონ: სიყვარულის გამოხატვა, ბედნიერების გამოხატვა, გაოცება, მოწყენილობა და გაბრაზება – ან მათ შეუძლიათ ისევ ძველებურად მოიწონონ რაიმე.