ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვების რეჟიმი არ აღდგენია, ვერანაირ საკვებს ის ვერ იღებს – ხერხეულიძე სააკაშვილზე

“ნაცმოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს კვების რეჟმი არ აღდგენია და საკვებს კვლავ ვერ იღებს.

“ვითარება არის უცვლელი. კვების რეჟიმი არ აღდგენია, ვერანაირ საკვებს ის ვერ იღებს. არის ნორმალურ პალატაში, მაგრამ დანარჩენი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, რას ფიქრობენ დიაგნოზთან დაკავშირებით და როგორია ვივა მედის პოზიცია, ამის შესახებ არაფერი არ ვიცით” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

იტვირთბა....