“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდა.
მელიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მალე ვითარება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ შეიცვლება.
“დერეკ შოლესთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. საქართველოში რომ პოლიტიკური პატიმრობა სენსაციად აღარ აღიქმება, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის სიცოცხლისთვის იბრძვის, სიკვდილს ებრძვის და ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც, როგორც არასოდეს, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ და მას შესაბამის ევროპულ სახელმწიფოსა და სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.” – განაცხადა მელიამ.