ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიძის ვინაობა დაადგინეს. როგორც აღმოჩნდა, პუტინის შვილი, კატერინა ტიხონოვა ბავარიის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელზე, იგორ ზელენსკიზეა დაქორწინებული.
არსებული ინფორმაციით, წყვილი ბოლო წლებში ორ ქვეყანაში – რუსეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა.
გამოცემა Der Spiegel-მა მოიპოვა მიუნჰენი-მოსკოვის რეისის მგზავრთა სია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს, კატერინა ტიხონოვამ და იგორ ზელენსკიმ ორი წლის ქალიშვილთან ერთად იმგზავრეს.
“მათ თან ახლდათ ორი ძიძა, ფორტეპიანოს მასწავლებელი და რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის სამი თანამშრომელი”, – აღნიშნულია ინფომრაციაში.
ამავე თემაზე: ვინ არიან პუტინის შვილები? – BBC-ის სტატია რუსეთის პრეზიდენტის ოჯახის შესახებ