ახალი ამბები მედია საზოგადოება

“მედიის თავისუფლებას განვითარებული ეკონომიკა სჭირდება” – ხუხაშვილი

როგორია საქართველოში არსებული მედიაგარემო, რა უნდა გაკეთდეს სიტყვის თავისუფლებისთვის და რა გზებითაა შესაძლებელი პოლიტიზირებული გარემოს დაძლევა – ამ თემებთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

“მეტრონომთან” საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედიასივრცის არსებობა მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული და მას ბევრი სისტემური ცვლილებები სჭირდება.

“აქ მხოლოდ ერთი რამე არ არის და ამას სისტემური ცვლილებები სჭირდება. საჭიროა მეოთხე ხელისუფლების დამცავი მექანიზმების ამოქმედება და არაპოლიტიკური სასამართლო, ასევე დეპოლიტიზირებული სპეცსამსახურები და საერთოდ ინსტიტუციური წესრიგი.

გარდა ამისა მედიის თავისუფლებას სჭირდება განვითარებული ეკონომიკა იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარმა მისი სრულფასოვნად შენახვა შეძლოს. ჯადოსნური ჯოხით ეს არ გამოვა, ამას ხანგრძლივი ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება სჭირდება”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....