ახალი ამბები მედია საზოგადოება

“ჩვენი პრობლემა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ არის” – ანთაძე

როგორია საქართველოში არსებული მედიაგარემო, რა უნდა გაკეთდეს სიტყვის თავისუფლებისთვის და რა გზებითაა შესაძლებელი პოლიტიზირებული გარემოს დაძლევა – ამ თემებთან დაკავშირებით, “მეტრონომი” მედიაექსპერტ, ია ანთაძეს ესაუბრა.

ანთაძე მედიაგარემოსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონი როგორც ჟურნალისტებს ისე მოქალაქეებს გამოხატვის კუთხით დიდ თავისუფლებას ანიჭებს.

“ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენი პრობლემა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ არის. პირველ რიგში ამას განაპირობებს კანონი, რომელიც სიტყვის გამოხატვის კუთხით, დიდ თავისუფლებას ანიჭებს, როგორც ჟურნალისტებს ისე მოქალაქეებს. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მედია ნამდვილად ძალიან პოლიტიზირებულია და ამიტომ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც თავისი ბევრი საქმე აქვს, უჭირს გამოარჩიოს ერთმანეთისგან სიმართლე და სიცრუე”, – აცხადებს ანთაძე “მეტრონომთან”.

მისივე თქმით, პოლიტიზირებული და რადიკალური გარემო სიმართლეს ყოველთვის აზარალებს.

“სხვადასხვა ტელევიზიას თუ შევხედავთ, შესაძლოა აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობაში აღმოვჩნდეთ და რომელი არის უფრო ახლოს სიმართლესთან ადვილი გასარჩევი არ არის. კრიტიკული აზროვნება სჭირდება ადამიანს, რათა გაიგოს რას უნდა დაუჯეროს და არ დაუჯეროს. ეს პოლიტიზირებული და რადიკალური გარემო ყოველთვის აზარალებს სიმართლეს და ამიტომ ჩვენც ეხლა ამ მდგომარეობაში ვართ. რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება ამის დაძლევა, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია ნდობით და ნდობას ყოველთვის ხანგრძლივად სტანდარტის დაცვა იწვევს”, – აღნიშნა ანთაძემ.

იტვირთბა....