კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიოლა ფონ კრამონი, იან კელი, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველო არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე.
კულტურის მინისტრის განცხადებით, ერთ სისხლის სამართლის საქმეს ევროპული არჩევნის შეცვლა არ შეუძლია.
“არამგონია ერთმა სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ევროპული არჩევანი შეცვალოს, თუმცა არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებს, ისინი ცდილობენ ქართველ ხალხს საკუთარი თავი მიჰყიდონ, რომ ისინი არიან დასავლეთი და ევროპა. ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი მათში ვგულისხმობ, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს საქმე და ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის, ასევე ბატონ იან კელის, რომლის წონის ცრემლები აქვს ალბათ ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი თავის შვილს ევროპული არჩევნის დასაცავად რომ უშვებდა. მას არ ერიდება, რომ ქართველ ერს მიაყენოს შეურაცხყოფა და თითი დაგვიქნოოს თითქოს 0 კლასის მოსწავლეები ვართ, ასევე კოლექტიური ჟიგიმანტასები ესენი არიან პატარა ჯგუფი. “ნაცმოძრაობა” ცდილობს, რომ მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. თავად მათ კი აქვთ ვიწრო პარტიული ინტერესი გადააყირაონ ეს მთავრობა. რუსიც გულისხმობდა საქართველოში “ხაჭაპურს”, გააჩნია რას გულისხმობენ საქართველოს სიყვარულში, საქართველო მხოლოდ ხაჭაპური არ არის, საქართველო არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე” – განაცხადა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.